„ღმერთის გეგმა თქვენთვის” – ლიზა ბევირი

283 ნახვა
38 გაზიარება
0 კომენტარი

როგორც არ იცი ქარის გზა და როგორ ისახება ძვლები ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ ღმერთის საქმეს, რომელიც ყოველივეს ქმნის. ეკლესიასტე 11:5 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ღმერთის საქმეების აღსაწერად სოლომონი პარალელს ორსულის მუცელში ბავშვის გაზრდასთან ავლებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ ბევრი რამ ახსნა, ის, რაც დედის მუცელში ხდება, საიდუმლო პროცესია. ჩასახვიდან დაბადებამდე ბავშვი ჩვენგან დაფარულად ყალიბდება. მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც ვიცით, ჩვენ მაინც არ შეგვიძლია, ჩავწვდეთ შემოქმედის გენიალობას.

დავითს ესმოდა ამ ფენომენის მნიშვნელობა. იგი წერს:

„რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედის წიაღში. გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი! კარგად ვიცი ეს მე. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი მიწის წიაღში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილი იყო ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი.“ ფსალმუნი 138:13-16 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ღმერთის საიდუმლო მოქმედება მხოლოდ დედის მუცელში ყოფნის პერიოდით არ შემოიფარგლება. მრავალი შემთხვევაა, როდესაც არ ვიცით ხოლმე, რა ხდება ჩვენს თავს და ჩვენი ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს. ის შედეგი, რასაც ზეიმობენ და ტაშს უკრავენ განათებულ დარბაზში, სიბნელის ჟამს ვითარდება და იქმნება.

ადვილია, აღფრთოვანებული დარჩე დიდ სცენაზე ათლეტის წარმოდგენით და ვერ დაინახო ის სისხლი, ოფლი და ცრემლები, რაც ამ წარმოდგენაში ჩაიდო. ღმერთი თავის უდიდეს მუშაობას ჩვენში ფარულად ახორციელებს, მას შეუძლია − ჩვენით იმოქმედოს საზოგადოებაზე. ამიტომ უნდა შევეგუოთ იმ პერიოდებს, როდესაც ღმერთი დაფარულში გვამყოფებს.

შეეგუეთ დაფარულ ადგილებს. ღმერთს სტრატეგია აქვს, რომ მოგამზადოთ მომავალი წინსვლისთვის. არ იჩქაროთ. როგორც ნაადრევად დაბადებული ბავშვი არის სუსტი და განსავითარებელი, ასევე არიან ისინიც, ვინც იქცევიან ნაადრევად დაბადებული ბავშვებივით. ნება მიეცით ღმერთს, გაგიძღვეთ თავის გზაზე შესაბამის დროს, რათა სრულყოფილად გაიაროთ გზა.

მოუსმინეთ, რას ამბობს ესაია დაფარულში ყოფნაზე:

და დადო ჩემი პირი ბასრი მახვილივით; თავისი ხელის ჩრდილში შემიფარა მე, და დამდო მე წამახულ ისრად, თავის კაპარჭში დამმალა მე. ესაია 49:2 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

რადგანაც ღმერთი თავისი ხელის ჩრდილში გიფარავთ, თქვენ არა მხოლოდ გამოიწვრთნებით, არამედ მოემზადებით წინსვლისთვის და წარმართავთ თქვენს ბედისწერას.

ავტორი: ლიზა ბევირი

წყარო: http://www.preachitteachit.org





konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort