ჩვენ ამ ქვეყანას დროის მცირე მონაკვეთით მოვევლინეთ

128 ნახვა
26 გაზიარება
0 კომენტარი

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდ შეგრძნებას ბადებს შენში ის აზრი, რომ მხოლოდ გარკვეული პერიოდისთვის მოევლინე ამ ქვეყანას, ეს რეალობაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ შენ, რამდენი ხანი გიცხოვრია დედამიწაზე, ან რა წარმატებისთვის მიგიღწევია, სიკვდილი მაინც ყველას ათანაბრებს. საათის ისრის ყოველი ახალი ჩამოკვრის შემდეგ, ის წამი შენ უკან რჩება და წარსულად იქცევა. თუნდ ახლაც, როცა ამ სიტყვებს კითხულობ, სწორედ იმ წამებს ხარჯავ, რომელსაც უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ. შენი დღეები დათვლილია; ის, რაც უკვე წარსულია, აღარასდროს განმეორდება.

იესოს ცხოვრებას როდესაც ვუყურებ, თვალწინ მიდგას პიროვნება, რომელმაც იცოდა – როგორ ეცხოვრა. ფაქტობრივად, იესომ იცოდა, რამდენი ხანი ჰქონდა დარჩენილი. როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას იესო, როდესაც გააცნობიერებდა, რომ მხოლოდ ერთი თვის სიცოცხლეღა დარჩა?

ის ამ ოთხი პრინციპის საფუძველზე ცხოვრობდა:

1. ის ცხოვრობდა მოშურნეობით.
სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ქრისტეს ცხოვრების დასასრულს „ქრისტეს ვნებანს“. მისი მთავარი მისია იყო მამისთვის ცხოვრება და სამყაროს შეცვლა. იესო ყველაზე მოშურნე პიროვნება იყო, ვისაც ოდესმე უცხოვრია, და სწორედ ამიტომ სურს მას, რომ ჩვენც იმავე განცდით ვიცხოვროთ. იოანეს მე-10 თავის მე-10 მუხლი ამბობს: „მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.“

მას სურს, ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომ სავსენი ვიყოთ მისით და მისი ნების აღსრულებით. საკმაოდ დიდია განსხვავება კარგად გატარებულ ცხოვრებასა და სრულფასოვან ცხოვრებას შორის. შესაძლოა, თქვენ ავსებთ თქვენს ყოველდღიურობას სხვადასხვა აქტივობით და ამას სრულფასოვან ცხოვრებას უწოდებთ, თუმცა რაზეც მე ვსაუბრობ, ეს სულ სხვა რამაა, ეს სრულყოფილი და სასიკეთო ცხოვრებაა.

2. მას ჰქონდა სრულყოფილი სიყვარული.

იოანეს 13:1 ამბობს: „იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.“ რა გააკეთა იესომ, როდესაც გაიგო, რომ სიცოცხლის მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა დარჩენილი ამ დედამიწაზე? მისთვის უმთავრესი იყო ურთიერთობები – სწორედ ამას ახორციელებდა იგი თავის მოწაფეებთან. ამგვარად, ჩვენც შეგვიძლია გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ყოველთვის მაოცებს ის აზრი, რომ საჭიროა, ინტენსიური ურთიერთობა ვიქონიო ჩემს გარშემომყოფებთან. ეს ნიშნავს – იქონიო ინტენსიური კომუნიკაცია შენი ოჯახის ყოველ წევრთან, და არა მარტო მათთან, მიაღწიო წარმატებას ხალხთან ურთიერთობისას და შენში ქრისტეს ხედავდნენ ისინი.

3. ის განისწავლებოდა თავმდაბლობით.

მესამე მაგალითი სიკვდილამდე დარჩენილი ერთი თვის გატარებისა გახლავთ თავმდაბლობით განსწავლა. იესო იყო სწორედ თვინიერებისა და თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითი. ფილიპელთა 2:8 ამბობს: „თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.“ თუმცა იესო ღმერთი იყო, მან მაინც დაიმდაბლა თავი, შეიმოსა ადამიანის სხეულით და გახდა ერთ-ერთი ჩვენგანი, რათა გვეგრძნო უფლის რეალურობა.

4. ის ჯვარზე გაბედულად ავიდა.

მეოთხე დიდი პრინციპი არის გაბედულად სიკვდილი. აქაც სწორედ იესო გვევლინება ამ ქმედების საუკეთესო მაგალითად. პირველად მან დატოვა საუკუნო სამკვიდრებელი, ხოლო შემდგომ გაბედულად გადადგმული ნაბიჯით ავიდა ჯვარზე, მოკვდა ჩვენთვის და დაბრუნდა მამასთან ზეცაში. ის მზად იყო წასასვლელად. ლუკას სახარების 9:51 ამბობს: „მისი ამაღლების დღეები რომ მოახლოვდა, პირი იერუსალიმში ასასვლელად იბრუნა.“ იესო ჯვარზე მამაცურად ავიდა. მისი ეს გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევი იყო, ეს კი სწორედ მისი ჩვენდამი სიყვარულის დამსახურებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამაზე უარის თქმა და იმის გაკეთება, რაც უფრო მეტად გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

ცხოვრების ერთ-ერთი უცნაური მხარე ის არის, რომ არავინ ვიცით, როდის დადგება ჩვენი გარდაცვალების დღე. მაგრამ ის, რომ ერთ დღეს ყველანი გარდავიცვლებით, რეალური ფაქტია. „განსაზღვრულია მისი დღენი და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა.“ (იობი 14:5).

შესაძლებელია, რომ დაბადებიდან სიკვდილამდე პერიოდი საუკეთესო დროის მონაკვეთად ვაქციოთ, აღმოჩენების, სიხარულისა და მიზნების აღსრულების მეშვეობით; ჩვენ შეგვიძლია ეს.

მინდა, რომ ვკითხოთ საკუთარ თავებს: „როგორ ვიცხოვრებდი, თუ მეცოდინებოდა, რომ ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო ერთი თვეა?!“

წყარო: https://www1.cbn.com





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები