10 მიზეზი, თუ რატომაა რასიზმი არასწორი

302 ნახვა
94 გაზიარება
0 კომენტარი

მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ რასიზმი არასწორი იყო; რომ დისკრიმინაცია – მიმართული სხვა რასის წამომადგენლისაკენ, გამყარებული იმ რწმენით, რომ ვინმეს რასა უმაღლესია, არის ცოდვა.

ეს ყოველივე მსმენია ჩემი მშობლებისგან, საჯარო სკოლაში, ჩემს ეკლესიაში, კოლეჯში, ჩემი სემინარებიდან.

ამერიკელთა უმრავლესობამ იცის, რომ რასიზმი არასწორია.

ეს იმ მცირე დებულებათაგანია, რომელზეც თითქმის ყველა თანხმდება. და მაინც, თუ ოდესმე გვიფიქრია, რატომაა ის არასწორი.

ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ: „მე მძულს რასიზმი“ და ამ ნათქვამით ან ჩვენს მორალურობას ვაჩვენებთ, ან მეგობრებსა და გარშემომყოფებს დადებითად განვაწყობთ ჩვენ მიმართ, ან ვამტკიცებთ, რომ არ ვგავართ სხვა ადამიანებს, ან უბრალოდ ვამბობთ იმას, რაც სხვებისგან გაგვიგია. როგორც ქრისტიანებმა, ჩვენ უფრო ღრმად უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ „რა?“ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ, არამედ უნდა დავსვათ კითხვა: „რატომ?“  თუ რასიზმი ცუდია, რატომაა ის ცუდი?

იხილეთ 10 ბიბლიური მიზეზი, თუ რატომაა რასიზმი ცოდვა და დანაშაული ღმერთის წინაშე.

  1. ჩვენ ყველანი ღმერთის ხატად ვართ შექმნილები. (დაბადება 1:27).

მრავალმა ქრისტიანმა იცის ეს და სჯერა ამის, თუმცა ნაგულისხმები აზრი უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვენ შეიძლება, რომ ვაანალიზებდეთ. ზემოთ ნახსენები ნიშნის მიხედვით განსხვავება არა მხოლოდ უბადრუკობა, არამედ ადამიანის სახის დაკარგვაა. ამის საშუალებით ცდილობდნენ, ჩამოერთმიათ ირლანდიელებისა და შავკანიანებისათვის სრულუფლებიან ადამიანთა სტატუსი და გაეხადათ ისინი უბრალო ბარგის მზიდავები. რასის გამო მათსა და ცხოველებს შორის არ არსებობდა განსხვავება. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ თეთრი ადამიანი ვარ, არ ნიშნავს, რომ უფრო მეტად ვგავარ ღმერთს; უფრო მეტად შემიძლია თაყვანისცემა; უფრო ღვთაებრივი მიზნები მაქვს; უფრო მეტი ღირებულება და ღირსება მაქვს, ვიდრე სხვა რომელიმე ადამიანს, სქესის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ შორის მსგავსება განსხვავებაზე მეტია.

  1. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ დაცემის გამო. (რომაელთა 3:10-20; 5:12-21).

ყოველი ადამიანი შეიქმნა უფლის ხატად და ჩვენ დავამახინჯეთ ეს ხატი და ცოდვაც გავზარდეთ. ჩვენ ერთი ხატი ვართ ღვთისა და საერთო პრობლემა გვაქვს. ჩვენ უფრო მეტად ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით.

  1. ჩვენ ყველანი მორწმუნე ერი ვართ ქრისტე იესოში. (გალატელთა 3:28).

ახალი აღთქმიდან მოყოლებული, ჩვენთვის ცნობილია, რომ განვისჯებით რწმენის მიხედვით. არსადაა ნახსენები ჩვენი სქესი, პროფესია, ეთნიკური წარმომავლობა. უპირველესად, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი არ არის ის, მამრობითი სქესი გვაქვს თუ მდედრობითი, ამერიკელი ვართ  თუ რუსი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ესპანურად ვლაპარაკობთ თუ ფრანგულად, მდიდარი ვართ თუ ღარიბი, გავლენიანი ვართ თუ ნაკლებად ცნობილი, არამედ, ვართ თუ არა ქრისტიანები. ჩვენ მეტად მსგავსები ვართ, ვიდრე განსხვავებულები.

  1. ხალხთა ენების გაყოფა ბიბლიაში არის წყევლა (დაბადება 11:7-9), მათი გაერთიანება კი – საჩუქარი ორმოცდამეთე დღეს. (მოციქულთა საქმეები 2:5-11).

50-ე დღეს იყო წმინდა დღე და უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. თუ დაბადების მე-11 თავში მოყვანილი მაგალითი ადამიანთა დასჯაა და ამის საპირისპიროდ მოციქულთა საქმეების მე-2 თავში გაცხადებული არის კურთხევა, მაშინ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.

  1. მიკერძოება ცოდვაა. (იაკობი 2:1).

როდესაც ადამიანებს უსამართლოდ ვექცევით, ჩვენ საშინელ დანაშაულს ჩავდივართ მათ წინაშე. როდესაც ერთ ჯგუფს მეორისგან გამოვარჩევთ, ჩვენ აღარ ვართ ისინი, ვისშიც სამართლიანი ღმერთი აირეკლება და პატივს არ მივაგებთ ქრისტეს, რომელმაც გვიხსნა.

  1. ნამდვილ სიყვარულს უყვარს ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ ვყვარებოდით. „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ (მათეს სახარება 22:39-40).

არავის შეუძლია იმის თქმა, რომ რასისტული მოქცევა ჩვენი მოყვასის მიმართ არის ის, როგორ მოქცევასაც ჩვენ მიმართ ვისურვებდით. (ლუკა 6:31).

  1. ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. (1იოანე 3:15).

სამწუხაროდ, ჩვენ შეგვიძლია ისე გვძულდეს, რომ არც კი გავაანალიზოთ, რომ გვძულს. სიძულვილის მნიშვნელობას ყოველთვის არ ვაიგივებთ ულმობელ მრისხანებასთან ან ფიზიკურ სიკვდილთან. მაგრამ სიძულვილი არის გულის მოკვლა, რადგან ის, ვისაც სძულს, უყურებს სხვა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს და ფიქრობს: „მერჩივნა, ჩემი თვალები ვერ გხედავდეს. სამყაროს აწუხებ, შენნაირი ადამიანების გარეშე სამყარო უკეთესი იქნებოდა.“ ასეთი სიძულვილი მკვლელობაზე უფრო საშინელია.

  1. სიყვარულს ახარებს ჭეშმარიტება, იგი თავისას არ ეძიებს. (1 კორინთელთა 13:4-7).

თქვენ ვერ დაიჯერებთ ყველაფერს და არ გექნებათ ყველაფრის იმედი, როდესაც ადამიანებზე ცუდს ფიქრობთ, მცდარი შეხედულებებით, სიამაყით და ძველი მტრობით ცხოვრობთ.

  1. რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე. (ეფესელთა  2:14).

ეფესელთა მიმართ მე-2 და მე-3 თავები უფრო ღრმაა, უფრო დიდებული. თუ ჩვენ, ვინც ღმერთის ხატად გავჩნდით, გვაქვს იგივე პრობლემები, გვაქვს ერთი გამოსყიდვა ერთი რწმენის მიხედვით ერთ ღმერთში, როგორ შეგვიძლია, რომ არ ვიყოთ ერთმანეთთან ახლოს, როგორც ერთი ოჯახი?

  1. ზეცაში რასიზმის ადგილი არაა. (გამოცხადება 5:9-10; 7:9-12; 22:1-5).

დაპირისპირება ადამიანებთან განსხვავებული კანის ფერის, ენის ან ეთნიკური წარმომავლობის გამო, არის დაპირისპირება თავად ღმერთთან და მის მიერ შექმნილ სამყაროსთან. ქრისტიანები უარყოფენ რასიზმს, ამხილებენ მათ, ვინც ამას სჩადიან და მიაქვთ სახარება ყველასთან, იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი და ვემორჩლებით მის სიტყვას.

კევინ დეიუნგიUniversity Reformed Church – ის ხუცესი





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები