ალო, ღმერთო?

346 ნახვა
12 გაზიარება
1 კომენტარი

ერთხელ შაბათს, სახლში წასვლამდე ხუცესმა გადაწყვიტა თავისი ცოლისათვის დაერეკა. უკვე ათი საათი იყო, მაგრამ ცოლი ყურმილს არ იღებდა. ხუცესი ელოდა. ოცჯერ გავიდა ზარი, ყურმილი კი მაინც არავინ აიღო.

ცოტა ხანში მან კვლავ აკრიფა სახლის ნომერი და ამჯერად ცოლმა მაშინვე უპასუხა. ხუცესმა ჰკითხა, რატომ არ პასუხობდა ზარს ამდენი ხნის განმავლობაში, ქალმა კი მიუგო, რომ მანამ ტელეფონს არ დაურეკავს.

ამ ამბავს ხუცესი სრულიად დაივიწყებდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ორი დღის შემდეგ ის თავის კაბინეტში იჯდა, რომ ტელეფონის ზარი გაისმა. ვიღაც მამაკაცი რეკავდა, რომელმაც ხუცესს უთხრა, რომ ამ ნომრიდან მასთან შაბათ საღამოს ვიღაც რეკავდა. ხუცესი დიდხანს ვერ მიხვდა, რის შესახებ საუბრობდა უცნობი მამაკაცი.

მაშინ კაცმა უთხრა: „ვიღაცამ დარეკა თქვენი ნომრიდან, მაგრამ მე ყურმილი არ ავიღე…“

უეცრად ხუცესს გაახსენდა მომხდარი და მაშინვე მოუბოდიშა უცნობს შეწუხებისათვის. აუხსნა, რომ შინ დარეკვა სურდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ნომერი არასწორად აკრიფა…

უცნობმა მამაკაცმა არ დაასრულებინა სათქმელი და შეაწყვეტინა: „ნება მომეცით, მოგიყვეთ, რა მოხდა მაშინ. იმ საღამოს თავის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ განზრახულის განხორციელებამდე, ღმერთს მივმართე ლოცვით და ვუთხარი, რომ თუ სინამდვილეში არსებობდა და თუ ესმოდა ჩემი, რაიმე ნიშანი მოეცა. სწორედ ამ დროს გაისმა ზარი. ტელეფონთან მივედი და ციფრულ ტაბლოზე დავინახე წარწერა: „From: Almighty God…” [„ყოვლისშემძლე ღმერთი“…]. მთელი წუთის განმავლობაში ცრემლმორეული ვუყურებდი ტელეფონს და ყურმილის აღებას ვერ ვახერხებდი.“

P.S. ეკლესიას, სადაც ეს ხუცესი მსახურობდა, ეწოდება «Almighty God Tabernacle» [ყოვლისშემძლე ღმერთის კარავი]. სწორედ ეს წარწერა გახლდათ დარეგისტრირებული აბონენტად («caller ID») ადგილობრივ სატელეფონო სადგურში და ამიტომაც გამოჩნდა ეს სახელი უცნობი მამაკაცის ტელეფონის ეკრანზე.

წყარო: http://bogoblog.ru/





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

30 ივლ 2019 1.08 pm

„ღმერთის თანდასწრება“ – რას გულისხმობს სიტყვათა ეს შეთანხმება? ღმერთთან…

video

05 ივლ 2019 7.04 pm

ჯეფ დურბინი არის “Apologia Church” – ში ღვთისმსახური. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა…

09 აგვ 2019 3.01 pm

მაშინ, როდესაც საჭიროებების წინ ვდგავართ, ხშირად გამოსავლის ძიებას საკუთარი…

video

15 ივლ 2019 2.09 pm

მე შემიძლია, იმედი გავუზიარო სხვას და იმედმა სინათლე მოუტანოს მას, რათა შემდეგ…

video

25 ივლ 2019 10.53 am

ცნობილი მსახიობის დენზელ ვაშინგტონის სიტყვა, ახალ ორლეანში, დილარდის სახელობის…

07 ნოე 2019 3.00 pm

მაშინ, როდესაც 6 წლის ფინელმა გოგონამ საშობაოდ წერილი ღმერთს მისწერა, წერილი,…

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort