187 ნახვა
22 გაზიარება
0 კომენტარი

პაპაჩემი ერთ-ერთი დიდი რწმენის კაცი გახლდათ, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. მისი ცხოვრებისეული გამოცდაც ძალიან დიდი იყო. ის უყურებდა, ალცჰაიმერის დაავადების გამო როგორ  ნელ-ნელა კარგავდა აზროვნებისა და საკუთარი სხეულის კონტროლის უნარს მისი ცოლი მას შემდეგ, რაც 50 წელი შეუსრულდა. ბოლოს ისე გამწვავდა დაავადება, რომ ის წყევლიდა და ათასგვარ სალანძღავ სიტყვას ეუბნებოდა ქმარს, მაგრამ პაპა წარმოუდგენელი რწმენითა და გულმოწყალებით უმკლავდებოდა ამ სირთულეს. მიუხედავად ბებიაჩემის მდგომარეობისა, ის ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში, თმას ვარცხნიდა მას, ეუბნებოდა, რა ლამაზი იყო და ასე აკეთებდა მანამ, სანამ სამედიცინო პერსონალი არ გამოაგდებდა იქიდან.

ბებიის გარდაცვალებიდან თვრამეტი თვის შემდეგ გარდაიცვალა პაპაც. მათი ერთობლივი ცხოვრების უკანასკნელი წლები ძალიან სევდისმომგვრელი და სავალალო იყო, ნამდვილად სავალალო მიწიური თვალსაზრისით. ბებიაჩემი არ განკურნებულა, რამაც პაპას ძალიან ატკინა გული და მაინც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, როცა პაპას ეკითხებოდნენ, როგორ იყო მისი საქმე, ის ყოველთვის მიუგებდა: „100%-ით კარგად!“

ბავშვი ვიყავი და ყოველთვის შფოთვა მიპყრობდა, როცა ის ამას ამბობდა, რადგან ვგრძნობდი, რომ მისი სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, მისი ცოლის მდგომარეობა კი კიდევ უფრო ცუდად იყო. ყველაფერს, რაც ცხოვრებაში უყვარდა, რისთვისაც შრომობდა, პაპა თანდათანობით კარგავდა.

მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგაც კი ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო მას ასე ლაპარაკი. ამაზე ბევრს ვფიქრობდი და ვლოცულობდი, როგორ ამბობდა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე ჟამს იმას, რომ ყველაფერი 100%-ით კარგად ჰქონდა. ეს ჯერ კიდევ ტყუილივით ჟღერდა ჩემთვის. ეს არ იყო 100%. ეს 50%-იც არ იყო. ეს 10%-იც კი არ იყო.

შემდეგ ვიგრძენი, როგორ უპასუხა უფალმა ჩემს შეკითხვას ერთი წინადადებით, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი აღქმა: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რით ზომავ.

თუ პაპაჩემის ცხოვრებაში არსებული გარემოებებით გავზომავთ, ეს არ იყო 100%, მაგრამ თუ გავზომავთ ქრისტეს მიმართ მისი რწმენით… თუ გავზომავთ რწმენით, რომლითაც მას სწამდა ზეციური სიცოცხლის და იმის, რომ ერთ დღესაც ყველაფერი ახალი იქნებოდა… თუ გავზომავთ მისდამი უფლის ერთგულებით, მიუხედავად ყველა გარემოებისა, ამ შემთხვევაში მუდამ 100% იქნება.

თუ საჭირო გახდებოდა იმის გაზომვა, თუ როგორ გრძნობდა თავს რომელიმე ჩვენგანი ამა თუ იმ მომენტში, არცერთის შემთხვევაში არ იქნებოდა ეს 100%.

იქნება შენს ცხოვრებაში პირქუში დღეები. იქნება დღეები, როცა იგრძნობ, თითქოს მიწა გეცლება ფეხქვეშ. ასეთ წუთებში გაგიჩნდება ცდუნება იმისა, რომ შენი მდგომარეობა გაუთანაბრო იმას, თუ როგორ არის შენი საქმე ზოგადად.

მაგრამ არა.

მე შენ არ გიცნობ. არ ვიცი, რა გარემოებებთან გიწევს გამკლავება ახლა. არ ვიცი, რა ტკივილს განიცდი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყოდა, რომ 100%-ით კარგად არის ყველაფერი. შეიძლება იფიქრო, რომ გამონაკლისი ხარ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რის გავლაც გიწევს ახლა, მაინც მინდოდა მეთქვა ის, რაც უფალმა მითხრა: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რით ზომავ.

ძნელია თვალთახედვის შეცვლა, მაგრამ იცოდე, რომ 100% გაქვს შენს საქმეთა მდგომარეობისა, შენს ცხოვრებისეულ გარემოებათა მიუხედავად. ქრისტე არის 100%-ით შენთან და შენთვის.

წყარო: http://bogoblog.ru/





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

17 ივნ 2019 3.52 pm

ჯიმ ვორნერ ვოლასი მესამე თაობის წარმომადგენელია თავის ოჯახში, ვინც იურიდიულ…

02 სექ 2019 10.11 pm

არსებობს უამრავი ბიბლიური მუხლი, რომელიც რწმენაზე საუბრობს, მაგრამ რა არის…

20 სექ 2019 3.33 pm

გატეხილ გულში ჩამოწოლილი ბურუსი. ეს არის სქელი ბურუსი, რომელიც მზაკვრულად ატყვევებს…

video

16 სექ 2019 12.59 am

ცნობილი აპოლოგეტი რავი ზაქარიასი პასუხობს კითხვას: “თუ ბიბლია ღმერთის სიტყვაა…

30 ოქტ 2019 3.16 pm

ერთხელ, შაბათ საღამოს, ტაიმს სკვერზე გავისეირნე ფაციფუცა ტურისტებისა და სხვა…

27 მარ 2020 3.26 pm

ამიტომ არ ვცხრებით… ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ…

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort