ბიბლიური ციტატები, რომელიც უნდა წაიკითხოთ ცდუნების წინაშე დგომისას

780 ნახვა
70 გაზიარება
4 კომენტარი

ქრისტიანის ცხოვრება ყოველთვის სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს, ის უსწორმასწორო კარდიოგრამას უფრო ჰგავს. ხშირად ჩვენ ცდუნების პირისპირ აღმოვჩნდებით ხოლმე და ზოგჯერ საკუთარ თავთან “ვაჭრობაც” კი გვიწევს.

სიტყვა “ცოდვა” საშიშად ჟღერს, თუმცა ის იარაღასხმული არ მოდის ჩვენთან, ნელი ნაბიჯით გვიახლოვდება და, როგორც წესი, რაღაც “კარგს” გვპირდება.

როდესაც იგრძნობ, რომ ყოყმანობ, რომ გზაგასაყარზე დგახარ და საკუთარ თავს ევაჭრები, აიღე ბიბლია, გამხნევდი უფლის სიტყვით და გახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვება ცოდვაზე, უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია.

სწორი გზით მოარული უშიშრად ივლის, გზის გამმრუდებელი კი მხილებული იქნება. იგავები 10:9 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

აჰა, მე ვამბობ: მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. გალატელთა 5:16 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შეძლოთ ატანა. 1 კორინთელთა 10:13 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი. ებრაელთა 12:1 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. გამოცხადება 22:14 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური. მათეს 26:41 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. იაკობი 4:7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა. იაკობის 1:12 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე – მართალი იესო ქრისტე. 1 იოანეს 2:1 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

26 მარ 2020 11.48 am

კრიზისის დროს ადამიანთა პირველი რეაქცია შიშია. ამ დროს კი გაურკვევლობის და…

06 თებ 2020 12.59 pm

ყოველდღიური რუტინა, ერთფეროვნება, დილით დაყენებული მაღვიძარა, საათობრივად…

27 თებ 2020 5.21 pm

ცხოვრებაში ხშირად დგება წუთები, როცა გვგონია, რომ დაკეტილ კარზე ვაკაკუნებთ;…

28 თებ 2020 3.34 pm

ბედნიერების ძიება ქარის დევნას ჰგავს, ყოველი ჩვენგანი ცნობიერად თუ არაცნობიერად…

12 თებ 2020 5.44 pm

თითოეულ ჩვენგანს განუცდია შიში. გამუდმებით რაღაცის გვეშინია, ზოგჯერ გაურკვეველი…

04 თებ 2020 3.56 pm

ქრისტიანის ცხოვრება სავსეა ბრძოლით – ბრძოლა სიტუაციებთან, გარემოებებთან, პრობლემებთან,…

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort