ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

2139 ნახვა
246 გაზიარება
0 კომენტარი

თითოეულ ჩვენგანს განუცდია შიში. გამუდმებით რაღაცის გვეშინია, ზოგჯერ გაურკვეველი მომავლის, წარუმატებლობის, მიუღებლობის, დაცინვის, ავადმყოფობის, სიკვდილის და უამრავი ჯერ არმომხდარი უბედურების შიშით ვცხოვრობთ.

შიში ხშირად გვაიძულებს უმოქმედონი დავრჩეთ მაშინ, როცა მოქმედება აუცილებელია. თითქოს უმოქმედობა აგვაცილებს მოსალოდნელ უბედურებას, მაგრამ მოგვიანებით ვხვდებით, რომ გაუბედაობამ უბრალოდ დრო და წარმატების შანსი დაგვაკარგვინა.

ბიბლია ამბობს, რომ არ მიგვიღია შიშის სული, არამედ სიმამაცის და გაბედულების. თუ ფიქრობ, რომ უმოქმედობა გამოსავალია, თუ გგონია, რომ ჩრდილში დარჩენით ნაკლებ პრობლემას შეეჯახები, თუ გამუდმებით საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრების კონტროლსა და უსაფრთხოებაზე ფიქრობ, უბრალოდ მოდუნდი, აიღე ხელში უფლის სიტყვა, რომელიც არის სულის მახვილი და გაიმარჯვე ყოველგვარ შიშზე, განდევნე ის უფლის სიტყვის სინათლით შენი ცხოვრებიდან და გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი უკუნისამდე.

რადგანაც ღმერთმა შიშის სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერის. 2 ტიმოთე 1:7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით. ესაია 41:10 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის – ვისგან შევძრწუნდე? ფსალმუნი 26:1 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება. იგავნი 29:25 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. ფსალმუნი 22:4 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. მეორე რჯული 31:6 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი? ფსალმუნი 117:6 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

18 თებ 2020 5.17 pm

ქრისტიანის ცხოვრება ყოველთვის სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს, ის უსწორმასწორო კარდიოგრამას…

06 თებ 2020 12.59 pm

ყოველდღიური რუტინა, ერთფეროვნება, დილით დაყენებული მაღვიძარა, საათობრივად…

28 თებ 2020 3.34 pm

ბედნიერების ძიება ქარის დევნას ჰგავს, ყოველი ჩვენგანი ცნობიერად თუ არაცნობიერად…

04 თებ 2020 3.56 pm

ქრისტიანის ცხოვრება სავსეა ბრძოლით – ბრძოლა სიტუაციებთან, გარემოებებთან, პრობლემებთან,…

26 მარ 2020 11.48 am

კრიზისის დროს ადამიანთა პირველი რეაქცია შიშია. ამ დროს კი გაურკვევლობის და…

27 თებ 2020 5.21 pm

ცხოვრებაში ხშირად დგება წუთები, როცა გვგონია, რომ დაკეტილ კარზე ვაკაკუნებთ;…

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort