ბიბლიური ციტატები – ღმერთია ყველაფერი, რაც გვჭირდება!

467 ნახვა
111 გაზიარება
0 კომენტარი

მაშინ, როდესაც საჭიროებების წინ ვდგავართ, ხშირად გამოსავლის ძიებას საკუთარი ძალებით ვცდილობთ, რადგან ადამიანებს გვიყვარს სიტუაციების კონტროლი. ხშირად იმედს ვდებთ ჩვენს მეგობრებზე, სამსახურზე, “შავი დღისთვის” გადანახულ ფულზე, საკუთარ კეთილგონიერებაზე, დაზღვევაზე, საკუთარ გავლენაზე და ა.შ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ასე ხშირად ვრჩებით იმედგაცრუებულნი. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ღმერთია ყველაფერი, რაც გვჭირდება! ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი, მასში მოცემული აღთქმები ჭეშმარიტებაა, რადგან უფალი საკუთარი სიტყვების უკან დგას და თვალყურს ადევნებს, რომ აღსრულდეს ისინი. (რიცხვ. 23:19).

“მხოლოდ ღმერთს ელოდება ჩემი სული მდუმარედ; რადგან მისგან არის ჩემი იმედი. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი. ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთი არის ჩემი კლდე და თავშესაფარი. მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.” ფსალმუნი 61:5–81 – სბს-სტოკჰოლმი 2001

“რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო! ადამის ძენი შენს ფრთებქვეშ აფარებენ თავს. დაპურდებიან შენი სახლის სიუხვით და შენს სიტკბოთა ნაკადებიდან შეასმევ მათ. რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.” ფსალმუნი 35:7–9 – სბს-სტოკჰოლმი 2001

“აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.” ებრაელთა 4:16 – სბს-სტოკჰოლმი 2001

“ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.” იგავნი 30:5 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

“მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.” ესაია53:11 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

25 ივნ 2019 6.45 pm

ვისურვებდი, რომ იმდენი ფულის მონეტა ეჩუქებინათ ჩემთვის, რამდენჯერაც დაუფიქრებლად…

08 ოქტ 2018 1.40 pm

video

23 ივნ 2019 2.51 pm

1842 წელს სამუელ გრიდლი ჰოუიმ პირველი ბრაილამდელი ბიბლია გამოაქვეყნა. ნაცვლად…

video

05 ივლ 2019 7.04 pm

ჯეფ დურბინი არის “Apologia Church” – ში ღვთისმსახური. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა…

05 მარ 2019 11.42 am

video

17 ივნ 2019 5.59 pm

1611 წელს, ბიბლია, რომელიც „მეფე ჯეიმსის“ ვერსიის სახელითაა ცნობილი, წინააღმდეგობის…