კლაივ ლუისის ცნობილი გამონათქვამები

137 ნახვა
23 გაზიარება
0 კომენტარი

კლაივ სტეიპლზ ლუისი (1898-1963 წწ.) ბრიტანელი ღვთისმეტყველი და მწერალი. ის ცნობილია ფენტეზის ჟანრში დაწერილი თავისი ნაწარმოებებით, რომელთა შორისაც არის „ნარნიის ქრონიკები“, „მაცდურის წერილები“, „კოსმოსური ტრილოგია“. ლუისს ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილი წიგნები, რომლებიც ქრისტიანულ აპოლოგეტიკას განეკუთვნება: „ეს ქრისტიანობაა“, „ტანჯვა“, „ოთხი სიყვარული“ და სხვა. ლუისი გახლდათ მეორე, ასევე სახელგანთქმული მწერლის, ჯ. რ. რ. ტოლკინის ახლო მეგობარი.

  სიყვარულის მთავარი მტერი გულგრილობაა და არა სიძულვილი.

ერთხელაც საკმარისად დიდი გაიზრდები იმისთვის, რომ ისევ იკითხო ზღაპრები.

თუ გავაცნობიერებთ, რომ ამ სამყაროში ვერაფერი გვაკმაყოფილებს, ამის ყველაზე სარწმუნო ახსნა იქნება ის, რომ ჩვენ სხვა სამყაროსთვის ვართ შექმნილნი.

ხანდახან საჭიროა, ყველაფერი დაკარგო, რათა მიხვდე, რა გაკლია სინამდვილეში.

ნუ დაუშვებ, რომ შენი ბედნიერება დამოკიდებული იყოს იმაზე, რაც შეიძლება დაკარგო.

არასოდეს ხარ მეტისმეტად დიდი იმისათვის, რომ ახალი მიზნები დაისახო და ახალი ოცნებებით იოცნებო.

აზრი არ აქვს იმის თქმას, რომ იესოს ხარ მინდობილი, თუკი მის რჩევას არ ითვალისწინებ.

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ღმერთი იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენთვის უკეთესია, მაგრამ გვაღელვებს ის, თუ რამდენად მტკივნეული იქნება ეს ჩვენთვის.

სთხოვე ღმერთს დახმარება. ყოველი მარცხის შემდეგ ითხოვე პატიება, ადექი და ისევ სცადე.

მხოლოდ ერთი გზა მიდის შინისაკენ, ხოლო დანარჩენი ათასი გზა − უდაბნოსკენ.

ყველა ამბობს, რომ პატიება კარგი იდეაა მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სხვებისათვის მისატევებელი.

ქრისტეს რწმენაა ერთადერთი, რაც სასოწარკვეთილებისაგან გიხსნის.

შეიძლება დაგავიწყდეს, რომ ყოველ წუთს ღმერთზე ხარ დამოკიდებული.

ჩვენ ვართ სარკეები, რომელთა სიკაშკაშეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მზისგან მოდის, თავზე რომ დაგვნათის.

მე დავნებდი და ვაღიარე, რომ ღმერთი ღმერთია.

წყარო: http://www.quoteambition.com