სმიტ უიგლსვორტის ცნობილი გამონათქვამები

162 ნახვა
29 გაზიარება
0 კომენტარი

მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „რწმენის მოციქულს“ ორმოცაათიანელთა გამოღვიძების დროს, რომელიც საუკუნის წინ მოხდა, იგი ერთ -ერთი პირველი იყო ამ რიგებში. თანამედროვე მახარებლობაზე მას დიდი გავლენა აქვს. იგი 1859 წელს დაიბადა ინგლისში, მუშათა კლასის ოჯახში. კითხვა მხოლოდ ზრდასრულობის ასაკში ისწავლა. თუმცა მას შემდეგ, რაც ბიბლია წაიკითხა, თავი მიუძღვნა მოგზაურობას, ქადაგებასა და მსახურებას. ათასობით ადამიანი გახდა ქრისტიანი მისი ქადაგებების დროს, ასობით ადამიანი განიკურნა დაავადებებისგან. ეს ზებუნებრივი ნიშნები თან ახლდა მის მსახურებას.

ღმერთის აღთქმას მიენდეთ, ესაა თქვენი მემკვიდრეობა. ერთ წელიწადში უფრო მეტს გააკეთებთ, თუკი სულიწმიდით იქნებით აღვსილნი, ვიდრე 50 წელიწადში გააკეთებდით მის გარეშე.

ამ უკანასკნელ დღეებში ღმერთმა ბევრი რამ მოგვცა, და ვისაც ბევრს აძლევენ, მას ბევრსაც მოსთხოვენ.

ადამიანი, რომელიც მიზნად დაისახავს ღმერთის ნების შესრულებას, დიდი მოთმინებით უნდა გამოირჩეოდეს. .

ეშმაკი თავისი თვალებითა და გონებით ცდილობს, მოგაჯადოოთ.

ღმერთმა ჩვენ აგვირჩია, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ.

არსებობს ბუნებრივი რწმენა, თუმცა ზებუნებრივი რწმენაა ღმერთის საჩუქარი.

დილაობით ღმერთთან საუბრის გარეშე არასოდეს ვდგები საწოლიდან.

ღმერთს ათასჯერ მოუწია ჩემი „დამსხვრევა“, სანამ აქამდე მომიყვანდა.

სრულყოფილ სიყვარულს არასოდეს სჭირდება ყველაფერში უპირატესობის ქონა, ის არასოდეს დაიკავებს სხვის ადგილს, ის ყოველთვის მოისურვებს უკანა რიგში ჯდომას.

ადამიანები უფრო დიდებულნი იქნებიან უფალში და უფრო მშვენიერნი, თუ ზოგჯერ მიმოიხედავენ და დაფიქრდებიან უფლის მადლზე.

მოთმინება არის სულის ნაყოფი, რომელიც კურნებას მოჰყვება.

ღმერთის საბურველი ყოველთვის დაგიფარავთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.

მორწმუნის სულიერ ცხოვრებაში არასოდესაა აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება, რადგან როდესაც სულს სრული თავისუფლება აქვს, სრულყოფილი თანხმობაა სხეულშიც.

კურთხეულ წიგნს – ღვთის სიტყვას – მოაქვს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მშვიდობა და ისეთი სიუხვე, რომ ღარიბები ვერასოდეს ვიქნებით.

ცოცხალ სიტყვას სატანის ძალების განადგურება შეუძლია.

წყარო: https://www.christianquotes.info





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები