შეინარჩუნეთ ურყევი რწმენა COVID-19-ის კრიზისის დროს – ბიბლიური ციტატები

1049 ნახვა
306 გაზიარება
5 კომენტარი

კრიზისის დროს ადამიანთა პირველი რეაქცია შიშია. ამ დროს კი გაურკვევლობის და სათუო მომავლის განცდა ღრმად იდგამს ფესვებს შეშინებული ადამიანის გულში. კორონავირუსის გავრცელება, ნეგატიური ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთგვარ „შავ ღრუბელს“ ქმნის ჩვენს გონებაში და უიმედობა გვიპყრობს. ახლა თუ გონებაში გადარჩენის გეგმებს ალაგებ და სახლში საკვების მარაგს ამოწმებ, უბრალოდ აიღე ხელში ბიბლია, რომელიც ცოცხალი ღვთის სიტყვაა და ინუგეშე თავი. ასეთ დროს უბრალოდ მიდი ღმერთთან, გადმოღვარე შენი გული და მიანდე შენი ცხოვრება. მოისვენე მის სიმშვიდეში და გახსოვდეს, რომ უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია მარადიულად!

მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. იოანე 1:27 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.
ესაია 41:10 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
ფილიპელთა 4:6-7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავად უფალი წაგიძღვება, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს; ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები. 2 რჯული 31:8 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს? ფსალმუნები 26:1 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და იხილავთ უფლისმიერ ხსნას, რომელსაც დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის და ეგვიპტელებს, რომელთაც დღეს ხედავთ, მეტად აღარ იხილავთ უკუნისამდე. გამოსვლა 14:13 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ! იესო ნავეს ძე 1:9 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

რადგან მე, უფალი – შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი!“ ესაია 41:13 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. ფსალმუნები  22:4 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის (უფალი) ზრუნავს თქვენზე. 1 პეტრე 5:7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

04 თებ 2020 3.56 pm

ქრისტიანის ცხოვრება სავსეა ბრძოლით – ბრძოლა სიტუაციებთან, გარემოებებთან, პრობლემებთან,…

06 თებ 2020 12.59 pm

ყოველდღიური რუტინა, ერთფეროვნება, დილით დაყენებული მაღვიძარა, საათობრივად…

18 თებ 2020 5.17 pm

ქრისტიანის ცხოვრება ყოველთვის სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს, ის უსწორმასწორო კარდიოგრამას…

06 თებ 2020 12.46 pm

ხანდახან გრძნობ, რომ შეუვალი, უხილავი კედლის წინ დგახარ და საკუთარი ძალებით…

27 თებ 2020 5.21 pm

ცხოვრებაში ხშირად დგება წუთები, როცა გვგონია, რომ დაკეტილ კარზე ვაკაკუნებთ;…

28 თებ 2020 3.34 pm

ბედნიერების ძიება ქარის დევნას ჰგავს, ყოველი ჩვენგანი ცნობიერად თუ არაცნობიერად…

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort