30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

322 ნახვა
36 გაზიარება
0 კომენტარი

არსებობს უამრავი ბიბლიური მუხლი, რომელიც რწმენაზე საუბრობს, მაგრამ რა არის რწმენა? „ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.“ – წერს ებრაელთა წერილის ავტორი. რამდენიმე მუხლის შემდეგ სიტყვა „რწმენა“ ასევე აიხსნება, როგორც ცოდნა იმ ფაქტისა, რომ ღმერთი არსებობს, და რომ ის, ვინც ღმერთს ეძებს, დაჯილდოვდება.

რწმენა – ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ იმ ფაქტის აღიარება, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის. ქრისტეს რწმენა ასევე ნიშნავს მისი დაპირებების რწმენას. ეს არის გააზრება იმისა, რომ გარემოებების მიუხედავად, ღმერთი მოქმედებს ჩვენდა სასიკეთოდ.

პირველ რიგში, ქრისტეს რწმენა ნიშნავს, ირწმუნო, რომ ის არსებობს. შემდეგ, რწმენა იმისა, რომ შეიძლება მასზე დაიმედება; თქვენ შეგიძლიათ, გჯეროდეთ მისი სიტყვების და ენდობოდეთ მას.

გთავაზობთ 30 მუხლს ბიბლიიდან რწმენის შესახებ:

შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო. ფსალმუნი 9:10 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ. 2 ნეშტთა 20:20 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი. ფსალმუნი 45:10 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ! იესო ნავეს ძე 1:9 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული. ფსალმუნი 12:5 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი – ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით. ფსალმუნი 19:7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს. ფსალმუნი 55:3 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. იგავები 3:5-6 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს. გალატელთა 5:5 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. 2 კორინთელთა 5:7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. ეფესელთა 6:16 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

პასუხად უთხრა მათ იესომ: “გქონდეთ ღმერთის რწმენა! ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, გულში კი არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, ექნება მას.” მარკოზის სახარება 11:22-23 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მან კი უთხრა: “ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან.” მარკოზის სახარება 5:34 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: “თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!” მათეს სახარება 9:29 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მაშინ მიუგო იესომ პასუხად: “ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს.” და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი. მათეს სახარება 15:28 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. რომაელთა 4:20 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მიუგო მათ იესომ პასუხად: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ, რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება!” მათეს სახარება 21:21 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და იესოს რწმენამ დააყენა იგი ფეხზე ყველა თქვენგანის თვალწინ. მოციქულთა საქმეები 3:16 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იესომ უთხრა: “წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.” მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე. მარკოზის სახარება 10:52 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მან კი უთხრა დედაკაცს: “შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი.” ლუკას სახარება 7:50 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ვინაიდან მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: “მართალი იცოცხლებს რწმენით.” რომაელთა 1:17 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

უთხრა: “ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა!” ლუკას სახარება 17:19 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელ მსოფლიოში ეუწყება. რომაელთა 1:8 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენ განსამტკიცებლად, რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც. რომაელთა 1:11-12 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან. რომაელთა 10:17 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი. 1 კორინთელთა 16:13 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით. ეფესელთა 3:12 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისთვის. ფილიპელთა 1:25 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა და გარდამეტებული მადლიერებით. კოლასელთა 2:7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. 2 ტიმოთეს 4:7 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

video

30 ივნ 2019 7.29 pm

უილიამ ტინდეილის ცხოვრება გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე რომელიმე ნოველისტს…

20 სექ 2019 3.33 pm

გატეხილ გულში ჩამოწოლილი ბურუსი. ეს არის სქელი ბურუსი, რომელიც მზაკვრულად ატყვევებს…

01 აგვ 2019 2.23 pm

ეცადე, შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების…

video

30 მაი 2019 4.52 pm

ფერადი ორნამენტებით გაფორმებული ბიბლია საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგანაც…

video

05 ივლ 2019 4.40 pm

რას ამბობს ბიბლია მოჩვენებებზე? არსებობენ კი ისინი საერთოდ? ამ კითხვაზე პასუხი…

video

11 ივნ 2019 7.34 pm

1912 წლის 15 აპრილს, ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად „ჩაუძირავი“…