ქრისტიანული არხის გუნდის შესახებ

ქრისტიანული არხის გუნდი შედგება სხვადასხვა პროტესტანტული ეკლესიების წევრებისგან და ჩვენი ერთობლივი მიზანია, მივიტანოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენის ადამიანებამდე ის უწყება, რომ ღმერთი ცოცხალია და ის დღესაც მოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაში.

გაიცანით ჩვენი გუნდი.

ქრისტიანული არხის გუნდი დაკომპლექტებულია ბევრი ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანით, რომელთაც ძლიერი სურვილი აქვთ, შექმნან ღვთის სიტყვის გამავრცელებელი ქრისტიანული მედია, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ხსნის და შვების მომტანი იქნება.

გუჯა ჩაჩანიძე, ხელმძღვანელი

ქრისტიანული არხის ხელმძღვანელი, ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე.

2010 წელს მან დააარსა პირველი პროტესტანტული საეკლესიათაშორისო ქრისტიანული მედიაჯგუფი, რომელიც Jesus.Ge–ს სახელით იყო ცნობილი, ამჟამად მედიაჯგუფი “ქრისტიანული არხი”–ს სახელით ფუნქციონირებს.

 

დაჩი პაპაშვილი, კონტენტის რედაქტორი

ქრისტიანული არხის კონტენტის რედაქტორი / მთარგმნელი.

დაჩი პაპაშვილი ქრისტიანულ მედიაჯგუფს 2014 წელს შემოუერთდა. იგი აკონტროლებს ქრისტიანული მედიამასალების სიჯანსაღეს თეოლოგიური თვალსაზრისით და ამავდროულად, თარგმნის აპოლოგეტური და თეოლოგიური შინაარსის ტექსტურ და ვიდეომასალას.

ნატალია ჩიქოვანი, ჟურნალისტი

ჟურნალისტი / ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნატალია ჩიქოვანი ქრისტიანული არხის მედიაჯგუფს 2014 წელს შემოუერთდა. ის ხელმძღვანელობს ქრისტიანული არხის ახალი ამბების დეპარტამენტს და 2016 წლიდან, ამავდროულად, ის დაინიშნა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერად.

ნინო ხუროშვილი, მთარგმნელი

მთარგმნელი / საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ნინო ხუროშვილი ქრისტიანული არხის მედიაჯგუფს 2013 წელს შემოუერთდა. იგი თარგმნის ქრისტიანულ მედიამასალებს ინგლისური და რუსული ენებიდან. ამავდროულად, მას აბარია უცხოენოვან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება.

მათე თხელიძე, გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი / ვიდეორედაქტორი.

მათე თხელიძე ქრისტიანული არხის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. ის არის გრაფიკული დიზაინერი და ვიდეორედაქტორი. იგი გამოირჩევა შემოქმედებითი იდეებით გრაფიკული დიზაინის და მონტაჟის მიმართულებით.

ბაჩუკი დოდაშვილი, აუდიოინჟინერი

აუდიოინჟინერი / ხმის რეჟისორი.

ბაჩუკი დოდაშვილი ქრისტიანული არხის გუნდს 2016 წელს შემოუერთდა. ის არის ქრისტიანული არხის სტუდიის აუდიოინჟინერი და ხმის რეჟისორი. მუშაობს აუდიოპროგრამა Pro Tools–ში და პერიოდულად ახმოვანებს სხვადასხვა ქრისტიანულ ვიდეორგოლებს.

თამუნა ბაღდავაძე, "სუპერწიგნის" კოორდინატორი

პროექტ “სუპერწიგნის” კოორდინატორი / მთარგმნელი.

თამუნა ბაღდავაძე ქრისტიანული არხის გუნდს 2013 წელს შემოუერთდა. ამჟამად ის არის პროექტ “სუპერწიგნის” მთავარი კოორდინატორი. პარალელურად მონაწილეობს მთარგმნელობით საქმიანობაში და ქრისტიანული არხისთვის თარგმნის ტექსტურ და ვიდეომასალებს.

მარიამ გოგიჩაშვილი, "სუპერწიგნის" კოორდინატორი

პროექტ “სუპერწიგნის” კოორდინატორი / მთარგმნელი.

მარიამ გოგიჩაშვილი ქრისტიანული არხის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. ის არის პროექტ “სუპერწიგნის” მთავარი კოორდინატორის დამხმარე და “სუპერწიგნის” ფეისბუკის გვერდის მოდერატორი.

მანანა ტვინიკაძე, რედაქტორი

რედაქტორი / კორექტორი.

მანანა ტვინიკაძე ქრისტიანული არხის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. იგი რედაქტირებას და კორექტირებას უწევს ქრისტიანული არხის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს და ამავდროულად, ის არის ტექსტური მასალის რედაქტორი ყოველთვიური გაზეთისა “ქრისტიანობა”.

რომა შალამბერიძე, გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი / ქრისტიანული არხის ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი.

რომა შალამბერიძე ქრისტიანული არხის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. ის არის გრაფიკული დიზაინერი და ქრისტიანული არხის ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი, იგი გამოირჩევა მახვილგონივრული იდეებით და ინოვაციების დანერგვით.

დავით ხუროშვილი, ტექნიკური მენეჯერი

ტექნიკური მენეჯერი / გამხმოვანებელი.

დავით ხუროშვილი ქრისტიანული არხის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. ის არის ორგანიზაციის ტექნიკური მენეჯერი. ხელმძღვანელობს ტექნიკური სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულებისთვის აუცილებელ დაგეგმვით სამუშაოებს. თავისუფალ დროს ახმოვანებს სხვადასხვა სახის ქრისტიანულ ვიდეორგოლებს.

თეონა მენაბდიშვილი, მთარგმნელი

მთარგმნელი / ქრისტიანული არხის ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი.

თეონა მენაბდიშვილი ქრისტიანული არხის გუნდს 2016 წელს შემოუერთდა. ის ინგლისური ენიდან თარგმნის ქრისტიანულ ტექსტურ და ვიდეომასალას და ამავდროულად, არის ქრისტიანული არხის ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი.

სანდრო დუმბაძე, ვიდეოოპერატორი

ვიდეოოპერატორი / ვიდეორედაქტორი.

სანდრო დუმბაძე ქრისტიანული არხის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. ის არის ვიდეოოპერატორი და ვიდეორედაქტორი. იგი გამოირჩევა შემოქმედებითი იდეებით და ინოვაციებით ვიდეოგადაღების და მონტაჟის განხრით.

თიკა სხირტლაძე, მთარგმნელი

მთარგმნელი.

თიკა სხირტლაძე ქრისტიანული არხის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. ის არის მთარგმნელი ინგლისური ენიდან და თარგმნის ქრისტიანულ ტექსტურ და ვიდეომასალას.

გიორგი ნასყიდაშვილი, მთარგმნელი

მთარგმნელი.

გიორგი ნასყიდაშვილი ქრისტიანული არხის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. ის თარგმნის ტექსტურ და ვიდეომასალას ინგლისური ენიდან.

მსოფლიო ქრისტიანული ახალი ამბები

საავტორო უფლება: The Christian Broadcasting Network (CBN)

ქრისტიანული ახალი ამბები და რეპორტაჟები მსოფლიოდან (ქართულად)

საავტორო უფლება: The Christian Broadcasting Network (CBN)

ჩვენი პროექტები.

ქრისტიანული არხის გუნდი, გარდა აღნიშნული ვებგვერდისა, მრავალ სხვადასხვა პროექტსაც ახორციელებს. ჩვენს პროექტებში შედის ქრისტიანული რადიო, ქრისტიანის ბლოგი, ყოველთვიური გაზეთი „ქრისტიანობა“ და მრავალი სხვადასხვა საინტერესო პროექტი.